|
2021-11-03 11:26:32, 613 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად - მე ვარ უკლებლივ ყველას მერი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან დაიწყო. „მინდა, ჩვენი მთავრობის სხდომა მადლობით დავიწყო. მადლიერების სიტყვები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს - იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, გვგულშემატკივრობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა ასევე, მინდა გადავუხადო სხვა პარტიის მხარდამჭერებს. დარწმუნებული ვარ, მათაც მოსწონთ ის კარგი საქმეები, რასაც ჩვენ დედაქალაქში ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ისინიც თავიანთი ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით ამ ქალაქში ცხოვრობენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც 2017 წლიდან დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ თბილისი უფრო მოწესრიგებულ და ჯანსაღ ქალაქად იქცეს, ბევრი შრომაა საჭირო. „ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ მე ვარ უკლებლივ ყველას მერი. რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ჩემთვის არ არსებობს დაყოფილი თბილისი ჩემიანებად და სხვისიანებად. ეს მიდგომა არ არსებობდა 2017 წლიდან მოყოლებული და ასე ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. მე ვიქნები ყველას მერი და მზად ვარ, თითოეული ადამიანის ენთუზიაზმი, ენერგია, ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო, რათა თბილისი ყველაზე მწვანე, კომფორტულ, ჯანსაღ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ. ამ მიზნების მისაღწევად, თითოეული თბილისელის ჩართულობა და აქტიურობაა საჭირო. მე თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდების, მშრომელი და განათლებული ახალი თაობის აქტიურობის დიდი იმედი მაქვს, რადგანაც ჩემი გულწრფელი სურვილია, ამ ქალაქის ისტორია ერთად დავწეროთ და ერთად გავხადოთ თბილისი ბევრად უკეთესი, ვიდრე ის დღეს არის. ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერი საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, ყველა თაობის ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა. „მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად, ყველა თაობის ადამიანს მოვუსმინო. რაც შეეხება გუნდს, ჩემი გუნდი დაკომპლექტებულია პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანებით და ეს ჩვენ 2017 წლიდან დავამტკიცეთ. ძალიან აქტიური ვიქნებით, ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი და საზოგადოება კონკრეტული ქუჩების, რაიონებისა და უბნების მიხედვით, მალე დაინახავს, თუ რაზე ვსაუბრობდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)