|
2021-11-01 21:31:29, 654 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - ბილეტენების გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
ბილეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა მისი თქმით , გადათვლას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. „ბილეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. პროცესი წარიმართა გამჭირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს - როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი, უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვანად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაცია საკანონდმებლო რეფორმების ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს 7-7 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ჯამში 201 უბნის მონაცემი გადავითვალეთ. აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების სიზუსტეს. საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა, უკვე პირველი ტურის შემდეგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო ხელი აღნიშნულმა პროცესის გამჭირვალობას და ზოგადად, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ 2 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)