17:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 19:45:18, 771 ნახვა

სამართალი
PHR - ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია

ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია.ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება.

 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

პალატის მოსაზრებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო ნინოწმინდის პანსიონატში მყოფი შშმ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სწრაფი რეაგირების აუცილებლობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 05 ივნისის დროებითი განჩინება.

სისხლის სამართლის გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს პანსიონატში ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე და PHR აგრძელებს ბავშვების და ყოფილი აღსაზრდელების უფლებების დაცვას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა, საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 14 ივნისს გაასაჩივრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics