2021-11-01 16:00:01, 659 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ტაილანდის მოქალაქე მოკლეს
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
უწყებაში მომდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,