01:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 16:17:10, 639 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ჯილდო გადაეცა

„თიბისის“  „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" ორგანიზებით  გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე  - „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2021"  განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა.

აღიარება თიბისიმ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მოიპოვა. აღნიშნული კატეგორია წელს პირველად დაწესდა და ის მგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, კომპანიის განსაკუთრებული წვლილის აღიარებას ემსახურება.

"მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში ჯილდო წელს თიბისის გადაეცა. მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და მიზნების მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს თუ ინიციატივას ჩავუყარეთ საფუძველი. უახლოეს მომავალში, მდგრადი განვითარების და ზოგადად, ESG მიმართულებით არაერთი მასშტაბური და ტრანსფორმაციული გეგმისა და პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ", - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

"წელს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გადავწყვიტეთ კონკურსში განსაკუთრებული აქტიურობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო თიბისისთვის გადაგვეცა. ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, კომპანიების როლი და აქტიურობა მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესია", – სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი.

საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

"ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც პროგრესულნი არიან  და თანამედროვე ღირებულებებზე  დაფუძნებულნი; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics