06:47 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 15:38:46, 719 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს

თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში და რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო-ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, ბათილი ბიულეტენები გადაითვალოს.

„ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ასე რომ, შეუძლიათ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის უკვე“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპონენტს 11%-ით მოუგო და რომ დაფიქსირებულიყო იმ ტიპის დარღვევა, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდება შეეძლო, ამას დამკვირვებლების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics