03:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 13:46:30, 759 ნახვა

ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პორტუგალიიდან ბლოგერებს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პორტუგალიელი Instagram  ბლოგერებისთვის პრეს-ტურს მართავს. 

ტურის მიზანი პორტუგალიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და პორტუგალიიდან ტურისტების მოზიდვაა.  ტურის მონაწილე ბლოგერი წყვილი ლუანა და ფრედი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ.  დაათვალიერეს ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს და საქართველოს  შესახებ ვიდეო რგოლებს და ფოტო-პოსტებს მოამზადებენ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდება.

„ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ევროპულ ტურისტულ ბაზრებზე პოზიციონირება ჩვენი წამყვანი ტურისტული პროდუქტების. პორტუგალია ახალი და პოტენციურად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. პრეს-ტური რომელსაც ვმასპინძლობთ მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალურ ქსელებში."-განაცხადა ტურიზьის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

 „საქართველოთი ჩამოსვლის დღიდან აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, კერძები განსაკუთრებით მომეწონა,  ღვინო შესანიშნავია. ვისურვებდი ჩემმა მიმდევრებმა სოციალურ ქსელში იხილონ ჩვენი აქტივობები საქართველოში და ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას."-ამბობს ფრედი ფილიპე რიბერო დე სოუსა გარსია.

„მე ლუანა ვარ, ბრაზილიაში დავიბადე, ამჟამად პორტუგალიაში ვცხოვრობ. საქართველოში პირველად ვარ და ძალიან კარგ დროს ვატარებ. ეს არის გამორჩეული ქვეყანა ისტორიით, მდიდარი კულტურით. ძალიან მოგვეწონა ქართული კერძები. Instagram-ის გვერდზე ჩვენს აუდიტორიას გავაცნობთ, თუ როგორი გამორჩეული ქვეყანაა საქართველო, სადაც ჯერ კიდევ არ ყოფილა ბევრი ტურისტი და ვფიქრობ ამით ბევრ კარგავენ და ისინი აუცილებლად უნდა ეწვიონ საქართველოს.  ამ ქვეყანაში შესანიშნავი დრო შეგიძლიათ გაატაროთ როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში."-ამბობს ლუანა მარია ტორეს აგრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics