03:33 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 11:33:26, 810 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია ლევანტო გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა.

ლევანტო პროდუქციის რეალიზაციას  უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების  შესაძლებლობას აძლევს.

პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200,000  ევროს შეადგენს. თანხა ასევე მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შეძენას.

„საქართველოს ბანკისა და ლევანტოს თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ ბანკისა და კომპანიის პარტნიორობით მოხდა დანადგარების,  კომპანიის პირველი შენობა ნაგებობისა და საწარმოო ხაზის შეძენა. ბანკის მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 50,000 დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ ქართულ საქმეს ვუწყობთ ხელს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ ახალ წამოწყებებში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

„ლევანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც დაამსხვრია ქართული პროდუქტისადმი უნდობლობის სტერეოტიპი და თამამად განაცხადა: დამზადებულია საქართველოში! კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის, სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს. როგორც სპორტულს, ასევე კლასიკურს. საქმიანობის დაწყებისას ჩვენ გვწამდა, რომ მალე მოვიპოვებდით მომხმარებელთა ნდობას, რადგან ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ღირებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ეს ასეც მოხდა,  „ლევანტო“ მართლაც გახდა ღირსეული ბრენდი ქართულ ბაზარზე. დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით ქმნის ქართულ პროდუქტს. მოხარული ვართ რომ ამ გზაზე გვერდით ჩვენი საიმედო პარტნიორი, საქართველოს ბანკი გვიდგას“,- აცხადებენ კომპანიაში.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics