08:06 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 21:11:17, 705 ნახვა

პოლიტიკა
EPP - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ ოპონენტების დევნა

 შეშფოთებული ვართ, რეპრესიების ახალი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.-ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაშ ნათქვამი.

პარტია საქართველოში არსებულ მდგომარებას ეხაურება, მათი თქმით, ისინი მხარს უჭერენ ადგილობრივი კოალიციური მთავრობის, ჩრდილოვან კაბინეტს. 

"მაშინ, როცა საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უახლოვდება, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მმართველი პარტია, ქართული ოცნება არ ასრულებს წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და აგრძელებს პოლარიზაციის, ძალადობისა და სიძულვილის ენის ხელშეწყობას.

ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ, რეპრესიების ახალი ტალღით ყოფილი სამართალდამცველებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ასევე შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, პოლარიზაციასა და დაძაბულობას კიდევ უფრო აღრმავებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტონ ოპონენტების დევნა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჩრდილოვან კაბინეტს, ადგილობრივი კოალიციური მთავრობის, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერის კანდიდატებმა წარადგინეს. ინიციატივას, რომელიც აერთიანებს 6 ოპოზიციურ პარტიას, მეორე ტურის წინ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ეს არის პოზიტიური გზავნილი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და შესაძლოა, იყოს ეფექტური მოდელი ნაციონალური კოალიციური მთავრობისთვის",-  ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics