10:22 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 20:21:54, 728 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - აღმოიფხვრა პრობლემები მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით, მან შეწყვიტა პროტესტის დამძიმება

აღმოიფხვრა პრობლემები  მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა შეწყვიტა პროტესტის დამძიმება და დათანხმდა მკურნალობას.

"აღმოიფხვრა პრობლემები  მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მოგვეცა მასთან ისეთი სახის კომუნიკაციის საშუალება, რაც გამორიცხავდა ჩვენს შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ბარიერი ფიზიკურად იქ არის, თუმცა დატოვებულია სივრცე იმისთვის, რომ შევძლოთ წერილების გაცვლა გამოცვლა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა მისი პროტესტის დამძიმება უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში მათთან, ვინაიდან, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა საკუთარი პროტესტის დამძიმებიდან გამომდინარე და ახლა უკვე ვინაიდან, ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან, რომელთა მიმართ გააჩნია ნდობა და ძალიან დიდი პატივისცემა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics