10:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 12:36:06, 633 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის“ საკითხი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგიდან გაქრება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკასთან დაკავშირებით“ 30 ოქტომბრამდე პატარა შოუ იქნება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან გაქრება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და მეტიც, პატიმარი, რომელსაც სხვებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და შიმშილობის იმიტირებულ ქრონიკას, ამასთან დაკავშირებით უკვე მივეჩვიეთ ჩვენ, რომ 30 ოქტომბრის ჩათვლით პატარა შოუ გვექნება. მაგრამ, გარწმუნებთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილი საერთოდ აღარ იქნება დღის წესრიგში, არცერთ კითხვას პასუხი აღარ გაეცემა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი და უფრო მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე 30 ოქტომბრიდან ეს საკითხი ჩვენი დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics