08:18 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 17:54:02, 742 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი ქართველია, რომელსაც არ უნდიხარ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა.

წულუკიანმა მოუწოდა ექს-პრეზიდენტს, გამოიხედოს ციხის საკნიდან და დაინახოს, რამდენი თავისუფალი ადამიანი დგას აქციაზე, რომელსაც ახსოვს მისი მჩაგვრელი რეჟიმი.

„სააკაშვილო გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. ხომ ბევრს გეგონათ, რომ თუ ეს ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ უფრო ახალი და ბევრი ბრძოლები“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics