|
2021-10-26 18:37:19, 739 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 26 ოქტომბერს, 17.00 საათზე, გიგლო ყარალაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 26 ოქტომბერს, 17.00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველი გენერლის, მომღერლის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გიგლო ყარალაშვილის უნიკალური ფოტოების გამოფენა გაიხსნება. ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ მასშტაბით პირველად გამოიფინება. კოლექცია, ძირითადად, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში - მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი სტერეო გამოსახულებაა, რაც მის მიერ გადაღებულ კადრებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა 1963 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა. ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)