12:09 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 14:10:14, 786 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ერთვებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ერთვებიან, კერძოდ, გუშინ საქართველოში პოლონელი ექიმი ჩამოვიდა, ხვალ კი უკრაინელი მედიკოსების ჯგუფს ელოდებიან.

როგორც გიორგი გელხაურმა ექს–პრეზიდენტთან ციხეში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტოზური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის ყველა კონსილიუმის წევრს, ვინაიდან მათ მიიღეს გადაწყვეტილება, დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება ამასაც აღნიშნავს. ასევე, ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics