|
2021-10-26 11:51:57, 595 ნახვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო მოდულები აგრარული მიმართულების უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს გააცნეს
სასწავლო მოდულის „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” გაცნობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, აჭარაში, აგრარული მიმართულების უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯების „ბლექსი” და „ახალი ტალღა”, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს, აგრარული მიმართულების პედაგოგებს, ხარისხის მენეჯერებსა და კოლეჯების დირექტორებს „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის” კურსი და „კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი სოფლის მეურნეობა” გზამკვლევი გააცნო. კურსი მოიცავს საქართველოში აგროეკოლოგიური და კლიმატური ზონების მიმოხილვას; არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაცნობას; კლიმატის ცვლილების გავლენას სოფლის მეურნეობაზე; ასევე, კლიმატგონივრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას. პროფესიულ სასწავლებლებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსის დანერგვის მიზანი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შეფასების, აღნიშნული რისკების შემამცირებელი ღონისძიებების შემუშავების და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად, შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებაა. ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია” ფარგლებში, საქართველოში პირველი სასწავლო მოდული შემუშავდა.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)