2021-10-26 11:15:05, 2319 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე – ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან.
მისივე თქმით, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწია, როგორც იყო აგვისტო–სექტემბერში, ეპიდვითარება აქტიურად დასტაბილიზდება.
„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორიც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, აქტიურად დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას, განსაკუთრებით დავწევთ ქვევით ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიც არის სიკვდილიანობა", – განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,