|
2021-10-25 22:30:18, 422 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის შედეგს გაეცნო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღდგენილი ფასადი და ახლადმოწყობილი დეკორატიული მინათება დაათვალიერა.- ინფორმაციას თბილისი მერიაა ავრცელებს. სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. „რამდენიმე ეტაპისგან შედგება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია. მათგან პირველი ეტაპი იყო ფასადის მოწესრიგება. სამუშაოები დასრულებულია თავისი მხატვრული მინათებით და ამშვენებს რუსთაველს. შემდეგი ეტაპებია შიდა სამუშაოები და ეზოს კეთილმოწყობა, თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ასეთია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს გაკეთებული დედაქალაქში და მომდევნო ოთხი წელი იქნება აღმშენებლობის და განვითარების წლები ძველი თბილისისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტი ითვალისწინებს საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებას და საძირკვლის გაძლიერებას; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციას; შენობის, ეზოსა და ისტორიული ღობეების რესტავრაცია -რეაბილიტაციას. "ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერიერში დეკორატიული ოთახების და დარბაზების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დასრულებულია შენობის სახურავის და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი; შენობის ფასადის პირვანდელი სახით აღდგენა; შენობის ბალუსტრადების უდიდესი ნაწილის სარესტავრაციო სამუშაოები; შენობის კარ-ფანჯრების სარესტავრაციო სამუშაოები; ფასადის დეკორატიული განათების, სასახლის შესასვლელის და ტროტუარის მოწყობა. პროექტის ღირებულებაა 33 მლნ 700 ათასი ლარი." -ნათქვამია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)