06:03 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 19:25:03, 530 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სოფლად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფომაციით, აჭარაში სოფლად ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმში აცრილთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებელს გაცდა, რეგიონის მუნიციპალიტეტებში იმუნიზაციის პროცესის კიდევ უფრო გასააქტიურებლად და წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის მოცვის მიზნით, სოფლის სამედიცინო ცენტრებში სოფლის ექიმების მიერ ადმინისტრირდება როგორც ფაიზერის, ასევე სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ სოფლიდან გაუსვლელად მიიღონ სერვისი, ხოლო მწოლიარე პაციენტებმა სასურველი ვაქცინით ბინაზე ჩაიტარონ ვაქცინაცია.

"კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია დღეს ქედის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და თემის სამედიცინო პუნქტებში აქტიურად მიმდინარეობდა. სოფლად ვაქცინაციის მიზანია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო გაზრდა, რომელიც ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება.

პარალელურად აჭარის 5 სოფელია ჩართული ვაქცინაციის მარათონში - დაბა ჩაქვი, ოჩხამური, ზამლეთი, სხალთა და დიოკნისი. აღნიშნული სოფლები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იქნა შერჩეული.

ამ დროისთვის, აჭარაში სულ 212 956 ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის I დოზა - მოზრდილი მოსახლეობის 41.5 %, II დოზა- მოზრდილი მოსახლეობის 37.2 % , ხოლო სამიზნე ჯგუფის - 62 %." -ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics