01:50 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 16:50:09, 1393 ნახვა

მსოფლიო
სუდანის სამხედრო ძალებმა გარდამავალი მთავრობა დაშალეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

სუდანის სამხედრო ძალებმა გადარმავალი მთავრობა დაშალეს, პოლიტიკური ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გენერალმა აბდელ ფაფა ბურჰანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთობლივ  სამოქალაქო საბჭოს, მომხდარის მიზეზად ორ მხარეს სრის პოლიტიკური დაძაბულობა დაასახელა.

სატელევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ამბიციებმა და ძალადობის წახალისებამ აიძულა, ემოქმედა და დაეცვა ქვეყანა და "რევოლუციის კურსი გაესწორებინა". გენერლის თქმით, სუდანი დარჩებოდა საერთაშორისო შეთანხმების ერთგული და გადავიდოდა სამოქალაქო მმართველობაზე 2023 წელის ივლისში დაგეგმილი არჩევნებით.

სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები უთანხმოებაში არიან მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ ხანგრძლივი მმართველი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და გარდამავალი მთავრობა შეიქმნა.

დაკავებულ ლიდერებს შორის არის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი. ის შინა პატიმრობაშია. აბდოკთან ერთად დააკავეს მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი და სხვა სამოქალაქო ლიდერები. ინფორმაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, დაკავებულები უცნობ ლოკაციაზე არიან და სამხედროები პრემიერმინისტრისგან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერას ითხოვდნენ.

დედაქალაქ ხართუმში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და სროლის ცნობები. თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია.

თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია.

სუდანის და სამხრეთ სუდანში დიდი ბრიტანეთის საგანგებო წარმომადგენლის რობერ ფეარვეზერის თქმით სამოქალაქო ლიდერების დაკავება "რევოლუციის, გარდამავალი პერიოდის და სუდანელი ხალხის ღალატია". ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს აშშ-მ, გაერომ, ევროკავშირმა და არაბულმა ლიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics