08:30 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 16:18:35, 780 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, პოლიიცის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად, კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა.

 სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა.

ბერიშვილის თქმით,  სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი ლექსო რაფავაა, რომელიც მისი მეგობარია.

"სამსახური დავტოვე ლექსო რაფავას გამო, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი. ეს იყო ჩემი მიზეზი სამსახურიდან წასვლის. ამიტომ ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი ქმედებები", - განაცხადა ბერიშვილმა.    

 როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ აღნიშნა, ბერიშვილი არ არის ერთდერთი, შინაგან სქმეთა სამისნისტორს დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ.

"ბატონი გიორგი ბერიშვილი, პოლიცის მაიორი , რომლეიც  გადადგა, დაწერა პატაკი თანამდებობიდან წასვლაზე. ყოვლად მიუღებელია მისთვის, რაც მოხდა ხობში რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს და დაუდეს მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. ჩვენ გვაქვს კიდევ ინფორმაციები, რომ რამდენიმე პოლიციის მუშაკი, ისევე, როგორც გიორგი, სოლიდარულია და წარმოგიდგენთ, როდესაც ისინი იქნებიან მზად ამისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუვსმთ, რომ ასეთი სიბინძურე არავის არ გაუვა, ხელისუფლება ასეთი ბინძრი მეთდებით არ უნდა ებრძდეს  ძალოვანი უწყებების ყოფილთანამშორმლებს ", - ამბობს გუნავა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში 21 ოქტომბერს სპეცოპერაცია ცატარდა, რომლის დროსაც ყოფილი ძალოვანი  ლექსო რაფავა დააკავეს. ასევე გაჩხრიკეს რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

არნიშნული სპეცოპერაციის  შემდეგ, თანამდებობა  შსს-ს სამმა თანამშრომლმა დატოა, ესენი არიან: რევაზ ლაზიშვილი , ჭაბუკა რაფავა და ომარ არქანია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics