|
2021-10-25 15:07:51, 597 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტანდარტებთან შესაბამისობაში
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების რეფორმირება იგეგმება. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე განმარტავს, რეფორმის დაწყებამდე მსოფლიო ბანკის მიერ მოხდა გაერთიანების სტრუქტურის ანალიზი და დადებული დასკვნით უწყებას საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს. - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს. “აეროპორტები ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. ამასთან ერთად ჩვენ ვართ ავია საწარმო. ისეთი მსხვილი საწარმო, როგორიცაა საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აუცილებლად უნდა იყოს სწორად მართული და ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს საერთაშორისო კორპორატიული მართვის სტარნდარტებთან შესაბამისობაში. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ შერჩეული ვართ პირველ კომპანიად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი შპს-ებიდან, რომელიც იქნა შეფასებული მსოფლიო ბანკის მიერ და შესაბამისი დასკვნაც დაიდო, თუ სად ვართ, როგორია ჩვენი სტრუქტურა და კორპორატიული მართვის მოთხოვნებთან იქნა დადარებული. შესაბამისად დადებითი რაც აღინიშნა არის ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს სამეთვალყურეო საბჭო, დაკომპლექტებული ვართ პროფესიული კადრებით და გვაქვს ის მექანიზმები, რომელიც არის საავიაციო უსაფრთხოების ხარისხის მართვის, საავიაციო უშიშროების კონტროლის და სახელმწიფო შესყიდვების კონტროლისთვის საჭირო. ავიაცია არის ძალიან მზარდი სფერო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა აღდგენის დინამიკა სახეზეა და განახლებული პროგნოზებით 2023 წლისთვის ვიქნებით უკვე 2019 წლის მაჩვენებლებზე. ასე რომ ეს რეფორმა საკმაოდ დროულია-”, აცხადებს თამარ არჩუაძე. „მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD უწევენ კონსულტაციას.“- ნათქვამია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)