06:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 12:51:06, 406 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბერბუკში მდებარე თაფლის გადამმუშავებელი საწარმო თაფლის კვლევებისათვის საჭირო პორტატული ლაბორატორიით აღიჭურვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA), პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოდელის შექმნა საქართველოში“  ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს, თაფლის გადამმუშავებელი საწარმოს აღჭურვისათვის,  87 250 აშშ დოლარის ღირებულების თაფლის კვლევების პორტატული ანალიზატორის სრული კომპლექტი საჩუქრად  გადასცა.

„სოფლის განვითარების სააგენტო  იაპონიის თანამშრომლობის საერთაშორისო  სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს  ცოდნის და  გამოცდილების გაზიარების კუთხით.  მათ, ამჯერად,   მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიეს,  გადმოგვეცა  თანამედროვე აპარატურა, რაც თაფლის გადამმუშავებელ კოოპერაციულ საწარმოში  პროცესის სრულყოფილად წარმართვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

უწყების ცნობით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივი  წარმომადგენელის, იუკიჰო ეჯირის განცხადებით,  სოფლის განვითარების სააგენტოს თაფლის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოსათვის გადაცემული  ტექნიკა ხელს შეუწყობს მეორე დონის კოოპერატივის განვითარებას.

„ვაგრძელებთ  სოფლის განვითარების სააგენტოსთან  თანამშრომლობას,   იგეგმება ექსპერტების ვიზიტები. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიმართულებით ხელი შევუწყოთ სააგენტოს საქმიანობას”, - აღნიშნა იუკიჰო ეჯირიმ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამმუშავებელი საწარმო „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“   პროგრამის ფარგლებში  აშენდა. საწარმო აღიჭურვილია თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელია  დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის გადამუშავება და  ერთგვაროვანი თაფლის მიღება.   

თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურა კონკურსის შესით შერჩეულ  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში  30% თანადაფინანსებით გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics