|
2021-10-23 13:00:18, 862 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე მხარეებმა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროებში; ასევე, იმსჯელეს ევროინტეგრაციის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებაზე. სხდომაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმართულებებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრმა, კომისიის უკრაინის მხარის თავმჯდომარემ ოლეგ ნემჩინოვმა ისაუბრეს. „საქართველოსა და უკრაინას არჩეული აქვთ სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ. ორივე ქვეყანა აღიარებს ყველა იმ ნორმატიულ და საკანონმდებლო ბაზას, რომელიც მისაღებია ევროპისთვის DCFTI-ს ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენ უნდა შევძლოთ იმ წარმატებების გამოყენება, რაც მიღწეული გვაქვს - საქართველოს სოფლის მეურნეობაში, უკრაინას ტექნოლოგიების განვითარებაში, რათა, შედეგად, ერთი მხრივ, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოძიებას და წარმოების ზრდას“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს. კომისიის წევრებმა ქართული და უკრაინული კომპანიების მიერ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ეტიკეტების არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ოქმს ხელი ნათია თურნავამ და ოლეგ ნემიჩოვმა მოაწერეს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)