|
2021-10-22 15:05:22, 823 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებაზე“ - პარტიების მიმართ ზიზღის გამო, მზად არიან შეწირონ ადამიანების ინტერესი
პოლიტიკური პარტიების მიმართ ზიზღის გამო, მზად არიან, შეწირონ ადამიანების ინტერესი, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ოპოზიცია არ ჰკადრებს ამომრჩეველს ზიზღს, ბოროტებასა და გახლეჩას, რასაც მისივე თქმით, ამომრჩეველს მმართველი გუნდი სთავაზობს. „პოლიტიკური პარტიების მიმართ ჯიბრის გამო, მზად არიან, შეწირონ ადამიანების ინტერესი, ანუ იძახიან, რომ მაგალითად სენაკელებო, თუ აირჩევთ ოპოზიციას, მე თქვენ ჯინაზე ვიმოქმედებ მერე. ეს არის ლუსტრაცია, თუ რა უნდა „ქართულ ოცნებას“ და რა უნდა კოალიციურ მმართველობას. თქვენ მეუბნებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები წაგების შემთხვევაში გაბედავენ, რომ ხალხის ინტერესები, ბიუჯეტის დამტკიცება იქნება თუ სხვა, ამის საბოტაჟს მოაწყობენ, ვერ გააკეთებს ამას ვერავინ და ამას დიდი პოლიტიკური ფასი ექნება. ვერ ვაკადრებთ ამომრჩეველს ზიზღს, ბოროტებას, გახლეჩას, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, პარტიის წევრებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, „ნაბიჯს ვერ გადადგამს“, რადგან ცენტრალური ხელისუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია.
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)