|
2021-10-22 12:40:10, 1232 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა „ბათუმი ავარიული შენობების გარეშე“ განხორციელება დაიწყო
აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. ,,4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიის და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მერიის და მთავრობის საბინაო ფონდიდან კონკრეტულ გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად, დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სრულად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც სამწუხაროდ დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით. წელსვე, 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახების ერთ ნაწილს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ ბინები, ხოლო მეორე ნაწილს აუშენდება ახალი ბინები. საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად წელსვე გათვალისწინებული იქნება 20 მლნ ლარი. ბათუმის მერიის მხრიდან უკვე დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა. საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების ბიზნესისთვის შეთავაზება.
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
ცხინვალის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)