|
2021-10-22 11:06:45, 587 ნახვა
საზოგადოება
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები ბოლო წლებში თვალსაჩინოდ გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, აღდგენილია 1100 ჰა ფართობი ტყის მასივი, აქედან, მიმდინარე წელს, ხეები დაირგო 444 ჰექტარზე. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი. ტყის აღდგენის ღონისძიებების პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ეწყობა დროებითი სანერგეები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები, რითაც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებასა, რაც გულისხმობს, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა ყოველწლიურად არანაკლებ 150 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
კობახიძე - ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი - ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)