|
2021-10-21 18:07:01, 695 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში სიტყვით გამოვიდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება, ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხები საშუალოვადიან პერიოდში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ, მოწვეულმა ექსპერტებმა. სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით. მისი თქმით, რეფორმებმა იმპულსი უნდა მისცეს ეკონომიკას გაჯანსაღების პერიოდში, ასევე უნდა გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაციის ამბიციური გეგმა, რათა უფრო მეტად კერძო სექტორმა უზრუნველყოს ეკონომიკის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უნდა კვლავ წარმატებით გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირება და ხარჯების ეფექტიანობა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია, ქვეყნებმა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმებისადმი ერთგულება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)