08:18 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 17:16:07, 715 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - პატიმრის უფლებების დაცვა თუ შურისძიებაა, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს

„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი  ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – უპასუხა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს შეკითხვაზე,  თითქოს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სპეციალური პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არის „შურისძიება".

„ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არიან,  მათ შორის,  სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი  ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა,  ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, ამისთვის არსებობს დადგენილი წესები. მინისტრის თქმით, როდესაც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის საჭიროება დადგება,  ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რაც იქნება კანონთან ზუსტ შესაბამისობაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics