|
2021-10-21 10:26:53, 513 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, რუთ ჰუბერს შეხვდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის მხარე საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. რუთ ჰუბერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვეიცარიის განვითარების სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროების მხარდაჭერას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)