15:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 10:13:59, 1619 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში შევისყიდეთ ისეთი სისტემები და შეიარაღება, რაც ნაკლებად ხელმისაწვდომია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი შეაჯამა.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს წარმატებას მიაღწიოს ისეთი შეიარაღების შესყიდვის საკითხებში, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მსხვილ შეიარაღებასთან ხელმისაწვდომობა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო შეზღუდული ჰქონდა.

„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ დაგვრთეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics