09:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 12:11:19, 442 ნახვა

საზოგადოება
გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე.

ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების  ემისიაა, რომელსაც გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა. 

წლების განმავლობაში EBRD ადგილობრივი ბაზრების ხელშეწყობისა და  გაძლიერების გზით ცდილობდა გადაეჭრა ისეთი პრობლემა როგორიცაა, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში უცხოური კაპიტალისა და  ვალუტის სესხებზე  დამოკიდებულება. ამრიგად, ეს ტრანზაქცია  წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს არამხოლოდ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, არამედ ის ასევე მნიშვნელოვანია EBRD-ის საქართველოში ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამის განსახორციელებლად, რომელიც  2009 წლის დეკემბერში დაიწყო.

„ჩემთვის სასიამოვნოა აღვნიშნო გალტ & თაგარტის როლი ამ  მნიშვნელოვან ტრანზაქციაში. ეს გახლავთ რიგით მეორე ემისია, რომელშიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი (TIBR) გამოყენებულია, როგორც ინდექსი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი TIBR- ის საიმედო ინდექსად გადაქცევისაკენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლარის ფულისა და კაპიტალის ბაზრის ლარში განვითარებისთვის. გალტ & თაგარტი გახდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიებისთვის ბონდების განთავსებისა და უზრუნველყოფის მომსახურების მთავარი მიმწოდებელი. ამას მოწმობს EBRD–თან ჩვენი პარტნიორობა. საქართველოში მის ოთხივე ემისიას სწორედ გალტ & თაგარტი ხელმძღვანელობდა“,- განაცხადა  გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომის შემდეგ ბმულზე:  st@gt.ge.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics