15:12 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 19:44:26, 726 ნახვა

პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა - საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგი  უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან. - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ, საქართველოს ვიცე-პრემიეთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინისტრთან შეხვედრაზე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში არსებული პერსპექტივები. მე გუშინ უკვე გახლდით აზერბაიჯანში და ხვალ მივემგზავრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში. ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი. მე მადლობა გადავუხადე მინისტრს საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის შესახებ ინიციატივისთვის. საქართველო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მიმართულებით და მინდა ამისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ," - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით.

„საქართველო და ნატო შეშფოთებულნი არიან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკით. ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში და მოლდოვას რესპუბლიკაში," - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 19-20 ოქტომბერს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშნველოვანი საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. გარდა ამისა, საუბრის ერთ-ერთი მთავარ თემას, რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics