15:12 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 19:41:00, 650 ნახვა

პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსი - მმართველმა პარტიამ შარლ მიშელს უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“

 არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა.  - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა და ამჟამად ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა  "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს უნდა ევროპაში ინტერგრაცია, არსებული გეგმა გადაჭრბებით უნდა შეასრულოს.

„მე მესმის ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტიდან, ეს ის არის, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ, საკმაოდ პოპულარულია ევროკავშირშიც კი ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება. მაგრამ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, თქვენ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა. თქვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თქვენს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ, რომ უკეთ იმუშაონ, რათა დაარწმუნონ და შექმნან დადებითი აღქმა ბრიუსელში, ინსტიტუციებს შორის და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ.

მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. შარლ მიშელი არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ის პირადად ჩაერთო ქვეყნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში და მმართველმა პარტიამ მას უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“ ეს ის არ არის თუ როგორ უნდა ეძებდნენ ქვეყნები შესაძლებლობას, რომ გეგმა არსებულზე უკეთ შეასრულონ“,- განაცხადა კუბილიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics