00:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 16:57:10, 955 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთმა ბალარუსის საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გაზარდა

ბელარუსია- პოლონეთის საზღვარზე თითქმის 6000 პოლონელი ჯარისკაცია მობილიზებული, მათი რაოდენობა სხვა დროსთან შედარებით გაორმაგებულია,  ისინი საზღვარს უკანონო მიგრანტებისგან იცავენ  -ინფორმაციას  „Reuters”-ი ავრცელებს.

"თითქმის 6 000 ჯარისკაცი, მე-16, მე-18 და მე-12 დივიზიებიდან, პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მსახურობს. ჯარისკაცები მესაზღვრეებს ეხმარებიან, ქვეყნის საზღვრის დაცვასა და უკანონო გადაკვეთების აღკვეთაში", – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი. 

მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს  საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 612 მცდელობა დაფიქსირდა.

მესაზღვრეების თქმით, ოქტომბერში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა მიგრანტებმა 9 600-ჯერ სცადეს. 

ევროკომისია და ვარშავა აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაკადის ხელოვნური ზრდა  ბელორუსმა მოაწყო, როგორც ჰიბრიდული ომის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლა მოახდინოს ევროკავშირზე მინსკის მიმართ დაწესებული სანქციების გამო. ბელორუსმა აღნიშნული ბრალდებები უარყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics