|
2021-10-18 17:39:52, 702 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს. - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, კოლეგების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საპატიო ყარაულის მონაწილეობითა და სამხედრო ორკესტრის მიერ აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა. „ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მკაფიო გზავნილია, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, ხოლო რეგიონისთვის ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ძლიერი ინტერესი გააჩნია მთელი რეგიონის მიმართ და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის მისწრაფებას საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაში აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციას და 10-წლიანი განვითარების გეგმას, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. განხილვის თემები იყო ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.“-ნაქვამია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)