15:55 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 12:26:22, 543 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილ პირს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული  198 მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე  საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics