15:53 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 10:59:15, 788 ნახვა

პოლიტიკა
DRI - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნება“ და საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ და საქართველოს საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ, - ამის შესახებ დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ 2021 წლის 1 აგვისტოდან 4 ოქტომბრის პერიოდში მომხდარი ფაქტების ანგარიშშია ასახული.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში ღვთისმსახურები რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენის ყველა საარჩევნო ღონისძიებას დაესწრნენ და არაერთი განცხადება გააკეთეს საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. 

ამასთანავე, DRI-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობდნენ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზ ჯინჭარაძე, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. 

„ძირითადი შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი პოლიტიკური ძალა და საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მაღალი რანგის სასულიერო პირებითაა წარმოდგენილი, მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც რამდენიმე ფორმაში გამოიხატება:

• სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე დასწრება - 2021 წლის 11  აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას  დაესწრნენ. 

• მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან განსაკუთრებით ინტენსიურ ხასიათს იღებს ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან ერთად „მოლოცვა.“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 10 ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და „მოილოცა.“ მათი ნაწილი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება, რაც ყველა შემთხვევაში აღინიშნა. 

• მაღალი იერარქიის წარმომადგენელი ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას ან/და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს

• მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, „ლელოდან“ და პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის.“ თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს  

• საქართველოს საპატრიარქოს „სუს-ის ფაილებთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ღიად არ გაუკრიტიკებია. თავდასხმის ობიექტები გახდნენ არა უშუალოდ თვალთვალის განმახორციელებლები, არამედ „ფაილების გამავრცელებლები“, მათ შორის, კრიტიკული მედია საშუალებები და მათი მესაკუთრეები  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ დომინანტური ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას ცდილობს, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და  საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას“, - აღნიშნულია ანგარიშში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics