20:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 15:09:54, 1126 ნახვა

სამართალი
იურისტები ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე ორმაგ სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ

იურისტები გირგვლიანის საქმეზე ორმაგ სტანდარტების გამოყენებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლონ იმ საქმის ფიგურანტებისგან, რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2011 წლის 26 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" საქართველოს მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა რომ აღნიშნულ საქმეზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოები: გამოძიების ორგანოები, დევნის ორგანოები, პრეზიდენტი, სასჯელაღსრულებითი უწყება და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდნენ რათა არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.  

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება და პასუხისმგებლობაში მიეცნენ მაღალი თანამდებობის პირები - მათ შორის შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბაჩო ახალია და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

მეორეს მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გირგვლიანის საქმის ფაბრიკაცია და მართლმსაჯულების გაყალბება მოხდა სწორედ სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლების - გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების მიერ, თუმცა დღემდე არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აღნიშნული მეტყველებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლების მანკიერი სამართალდაცვითი სისტემა გამდმოიბარა თავისი ფიგურანტებით და დღეს თავის სასარგებლოდ ამუშავებს. 

2019 წლის 27 ივლისს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს" (კონსტიტუციის 42-ე მუხლის) მიერ გამოქვეყნდა კვლევა რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გაამრუდეს მოსამართლეებმა მართლმსაჯულება გირგვლიანის საქმეზე. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ეს გაყალბება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმებით. 

სამოქალაქო სექტორმა არაერთგზის მოუწოდა ხელისუფლებას რომ დაეყენებინა გირგვლიანის მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მოხდა პირიქით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეები ნაირა გიგიტაშვილი და ლევან მურუსიძე უვადოდ დაინიშნენ. 

დღეს როდესაც გირგვლიანის საქმის ირგვლივ საზოგადოებრივი ინტერესი კვლავ გამოცოცხლდა, იურისტები ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ აირიდოს ორმაგი სტანდარტით მოქმედება და სამართალდამცავი სისტემა გაათავისუფლოს იმ საქმის ფიგურანტებისგან რომელიც მძიმე ლაქად ადევს ქართულ მართლმსაჯულებას. 

იურისტები -  კახა წიქარიშვილი,  კახა კოჟორიძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი კორძახია , ეკატერინე ციმაკურიძე, ბესიკ ლოლაძე, გიორგი ცობეხია, ირმა კაკიაშვილი, თამარ გეგელია, ირაკლი გაბრიჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი შავაძე, თამარ გეგელია, თამარ ხიდაშელი, უჩა ნანუაშვილი“ - წერია განცხადებაში.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics