22:46 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 10:55:49, 329 ნახვა

პოლიტიკა
აპატურაი: ბრიუსელში, თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ

„თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, – ამის შესახებ ნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელის მინისტერიალზე ყურადღება გამახვილდება, სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ ე.წ. ხელშეკრულებაზე.

„თქვენ მოისმენთ ნატო–ს გზავნილს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. განსაკუთრებით  ყურადღებას გავამახვილებთ იმ შეშფოთებაზე, რომელიც გვაქვს ე.წ. პროექტზე, საუბარი მაქვს სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო მთავრობასა და რუსეთს შორის გასაფორმებელ დოკუმენტზე. ამ თემაზე ძალიან მკაფიო იქნება ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა აპატურაიმ და საქართველოს ნატო–ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს, რომ რჩება ჩვენს მისიაში, ავღანეთში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაი.

ამასთან აპატურაი საქართველოში პროკურატურასა და შსს რეფორმების გატარების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება და განაცხადა, რომ ამ რეფორმებთან დაკავშრებით ბრიუსელში მსჯელობა იქნება.

„ჩვენ ვიმსჯელებთ რეფორმებზე. მივესალმები, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გააკეთა განცხადება რეფორმების შესახებ, ვგულისხმობ პროკურატურასა და შსს. ვერშბოუმ ვიზიტის შემდეგ მითხრა, რომ საქართველოში ყველა მზადაა, ეს საჭირო და აუცილებელი რეფორმები გატარდეს. ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილემ მითხრა, რომ ამისთვის მზადყოფნა ყველა დონეზეა. ეს მისასალმებელია. ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა აპატურაიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics