|
2021-10-17 13:00:47, 748 ნახვა
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება
არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვეტერანთა პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ქვეყანას და საზოგადებას სჭირდება. „ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი იმიტომ, რომ თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ. რეალურად, დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ თქვენ. თქვენი დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, რაც ქვეყნის თანამედროვე ჯარს და საზოგადებას სჭირდება. საზოგადოების შემართება, საზოგადების გამოსვლა ერთგვარი დეპრესიიდან სწორედ თქვენს შემართებაზეა დამოკიდებული და ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რისთვის იბრძოლეს წარსულში და რისთვის შეიძლება იყოს საჭირო მომავალში ბრძოლა. პატრიოტიზმი არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, მითუმეტეს პატარა ქვეყანა მის გარეშე ვერ ვიდგებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანთა დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)