10:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-17 11:13:45, 714 ნახვა

საზოგადოება
საქართველომ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის 25-ე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის რიგით 25-ე სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას, რომელიც ესპანეთის ქალაქ პალმაში გაიმართა, ევროპის 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა მარტვილის კანიონის მართვის წარმატებული  მოდელის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში, 2019 წელს, მარტვილის კანიონს „ევროპის საბჭოს ლანდშაფტის ჯილდო“ მიენიჭა მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, მათ შორის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის.

დაცული ტერიტორიების სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან, რომლის ფარგლებში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, ეფექტიანი მმართველობისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფისთვის, 2020 წელს, ევროპის საბჭოს „ევროპის დიპლომი“ 10 წლის ვადით გადაეცა.

ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის სამუშაო შეხვედრები, რომლის უმთავრესი მიზანია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონე არეალების, მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტერიტორიების და დაცული ტერიტორიების დაცვა, მართვის ეფექტიანობის გაზრდა და საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, 2002 წლიდან იმართება და მასში მისი წევრი სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics