2021-10-17 10:34:41, 689 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსს კიდევ 28 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 494 პაციენტი.
საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ის 662 334 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 9 468 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რიცხვი 612 481-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,