10:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-16 12:57:11, 705 ნახვა

საზოგადოება
„ჩემს კლასელებს შიათ“ - მშობლებმა სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით კამპანია წამოიწყეს

„ჩემს კლასელებს შიათ“ - ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელში მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა კამპანია წამოიწყო, რომლის მოთხოვნაც სკოლებში მოსწავლეების უფასო კვებაა.

ჯგუფში ვრცელდება მეოთხეკლასელ მოსწავლეებში ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში მისვლის დროს ქართველი მოსწავლეების 77%-დან 35% ყოველთვის, 42% კი, ხანდახან განიცდის შიმშილის გრძნობას.

აღნიშნულია, რომ ეს კვლევა არ მსჯელობს შიმშილის მიზეზებზე, მაგრამ, რადგან UNICEF-ის 2019 წელს ჩატარებული კვლევით ცნობილია, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა ითქვას, რომ მთავარი მიზეზი საკვების არქონაა.

„ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ექცევიან მოხუცებსა და ბავშვებს. ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია - ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები, არც უფლებადამცველები, მაგრამ ბავშვები შიმშილობენ მზის შუქზე, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ოთახში, ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, ჩვენი შვილების საკლასო ოთახებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მშობელთა საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics