09:20 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 22:57:24, 1058 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ივანიშვილს - მოსწონს ეს რეალობა? ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ

 რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ - 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს -  ასე მიმართვა  პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს "ტვ პირველის" ეთერში. 

„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და წასვლა დაანონსა, ხომ გამონახა შესაძლებლობა, რომ წერილი დაეწერა და ჩემთვის მოღალატე ეწოდებინა. მე მინდა ვთხოვო, რომ კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვას და აი ახლა აგვიხსნას უბრალოდ, როგორ აფასებს იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება" -  განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში. 

გახარიამ კითხვით მიმართა ბიძინა ივანიშვილს თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება. 

„მოსწონს ეს რეალობა თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველის წინააღმდეგ ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ - 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იგივე კითხვა აქვს - ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და თუ ამაზე პასუხისმგებელი არიან ოცნების დღევანდელო ბოსები - ესეც ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას" - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics