11:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 19:36:04, 565 ნახვა

საზოგადოება
მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მე-17 დაწესებულებაში პატიმართა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ხანძარზე რეაგირება სწრაფად და დროულად მოხდა და ყველა საჭირო ღონისძიება პროფესიონალების მიერ დაუყოვნებლივ იქნა გატარებული. - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„სამაშველო ჯგუფი ძალიან მალე მოვიდა, საუბარი არ ყოფილა ევაკუაციაზე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა და თუკი იქნებოდა საჭიროება და ევაკუაცია იქნებოდა აუცილებელი, ბუნებრივია, ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული" - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით,  პატიმრების მხრიდან სრული თანამშრომლობა შედგა ციხის ადმინისტრაციასა და მეხანძრე მაშველებთან.

„მინდ გითხრათ, რომ იყო სრული თანამშრომლობა პატიმრების მხრიდან როგორც ციხის ადმინისტრაციასთან, ისე მაშველებთან", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics