|
2021-10-15 17:32:53, 547 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან, ციხეში გაჩენილი ხანძარის დეტალებზე ისაუბრა. ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, გარდაცვლილი პატიმრები გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ, თუმცა ფანჯარაზე განთავსებული გისოსების გამო ვერ მოახერხეს. ისინი სახანძროს მოსვლის შემდეგ გამოიყვანეს, ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა და გადაიყვანეს საავამდყოფოში, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ხანძარი დაიწყო მოულოდნელად და ძალიან დიდი და სერიოზული დაკვამლიანება იყო. როგორც ჩანს ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, ჩაამსხვრია მინა, თუმცა გისოსები იყო და ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა , სახანძრო მოვიდა 20 წუთში და შევიდნენ ისინი შესაბამისი აღჭურვილობით , ორი ადამიანი იპოვეს მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა და გადაიყვანეს საავამდყოფოში , თუმცა ისინი დაიღუპნენ კვამლით და არა დამწვრობით. [...] გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, თუმცა დანარჩენი ყველა შეიყვანეს ციხის შიგნით,საბედნიეროდ კვამლის მიმართულება, როგორც პატიმრები ამბობენ ,მათი კორპუსისი საწინააღმდეგოდ, ჩვენი აზრით რა თქმა უნდა თუ კვამლი წავიდოდა იმ მიმართულებით, რა კორპუსშიც ისინი იმყოფებოდნენ ვფიქრობ, რომ გაცილებით მძიმე შედეგი დადგებოდა. ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია ეს და აცხადებენ, რომ თუ სიტუაცია გართულდებოდ მათ გადაიყვანდნენ კორპუსის მერე ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორია და გაშლილი ეზოა, თუმცა გიდასტურებთ, რომ პატიმრები შიეყვანეს დახურულ სივრცეში.“ -განაცხადა ლომჯარიამ. ომბუდსმენი ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობს, მისი თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ ჭერში, დენის გაყვანილობიდან გაჩნდა და არა „როგორც ჩანს, იყო დაბნეულობა. ვფიქრობ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, დაცული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები და რეაგირება სწორად განხორციელებული, თვითონ მშენებლობის დროსაც რამდენად იყო უსაფრთხოება დაცული, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი, მომწამვლელი კვამლი იყო, ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ზოგადად, ჩვენ დავინტერესდებით და ვნახავთ, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები (დაცული) ციხეებში და რამდენად ხშირად ამოწმებენ ამ რეგულაციების დაცვას. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს დიდი ალბათობით, ეს არ გაჩენილა გაზქურისგან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან“, - განაცხადა ლომჯარიამ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)