11:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 16:04:49, 479 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები, კიბეები და ბილიკები მოეწო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გრუნტის დამჭერი კედლების, კიბეებისა და ბილიკის  მოწყობა გრძელდება.

ამჟამად, სამუშაოები 16 მისამართზე დასრულდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 142 493 ლარი დაიხარჯა.

მათ შორის, კედლის მოწყობის სამუშაოები მუხიანის მესამე მიკრორაიონის N18 და N14 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, კიბისა და ბილიკის - მეოთხე ა მიკრორაიონის N23 კორპუსის და მუხიანის N4 ბ მიკრორაიონის N38 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა. ამასთან, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N14 კორპუსიდან ნოზაძის ქუჩასთან დამაკავშირებელი კიბე და გასასვლელი ბილიკი მოეწყო.

გარდა ამისა, კიბე გაკეთდა დიდგორის ქ. (შემოვლითი გზა) იმერეთის ქუჩისა და მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ; კიბე და ბილიკი -კაჭარავას ქ. №40-42-დან ჯანჯღავას მე-2-ე ჩიხის მიმდებარედ; კიბე და კედელი -  ბარალეთის N3 კორპუსთან.

კიბეების, კედლების და ბილიკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები  ამჟამად, ექვს მისამართზე მიმდინარეობს.

ჯამში,  მსგავსი ტიპის სამუშაოები 22 მისამართზე განხორციელდება და სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან სულ, 189 692 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics