|
2021-10-15 15:09:20, 1058 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში, მეჩეთის აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა 45, კი დაშავდა
ავღანეთის სამხრეთ პროვინციის, ქალაქ ყანდაარში შიიტური მეჩეთის აფეთქების შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა- ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრი პროვინციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრნდობით ავრცელებს. მათი ცნობით, აფეთქება ბიბი ფატიმას მეჩეთში მოხდა, ის ყველაზე დიდი შიიტური მეჩეთია ქალაქში. „ სამწუხაროა, ის ფაქტი, რაც დღეს გავიგეთ, რომ აფეთქება მოხდა შიიტების საძმოს მეჩეთში, ყანდაარის რაიონში, აფეთქების შედეგად მრავალი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და დაიჭრა.თალიბანის სპეცრაზმი ჩავიდა რეგიონში მომხდარის დეტალების დასადგენად და დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად“ - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ქარი საიდ ხოსტი „ტვიტერზე“. თვითმხილველმა„AFP“– ს, განუცხადეს, რომ მათ გაიგონეს სამი აფეთქების ხმა, პირველი მეჩეთის მთავარ კართან, მეორე სამხრეთ ნაწილში და მესამე, სადაც მლოცველები განბანვის რიტუალს ატარებენ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საავადყოფოები სავსე იყო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ადამიანებით. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. ცნობისვით, ერთი კვირის წინ ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციაში, კერძოდ კუნდუზში მეჩეთის აფეთქების შედეგად, ათეულობით ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი, კი დაშადა, მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორიტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)