16:35 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 21:30:04, 911 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი გორდონი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის გასათავისუფლებლად

კარგად მახსოვს საქართველო, სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ეს იყო ნახევრად დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა, - ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გორდონის თქმით, მას უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი, არაჩევულებრივი ადამიანი მალე იხილოს გისოსებს მიღმა.

მანვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს სააკაშვილი პატიმრობიდან.

„გულისტკივილით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. სააკაშვილი არის ჩემთვის გამორჩეული პოლიტიკოსი და გამორჩული რეფორმატორი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, მან იმდენი რამ გააკეთა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის თუ ეს არ არის ჯეროვნად ჯერ შეფასებული, აუცილებლად დაფასდება მომავალში.

კარგად მახსოვს, საქართველო სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს იყო ნახევრად
დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, გზებისა და ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს იყო ქვეყანა სამართლიანობის გარეშე.  მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდით მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა, საქართველო აყვავებულ  ქვეყანად აქცია, ქვეყნად შესანიშნავი გზებით, ჯანდაცვით, განათლებით, ქვეყნად სადაც სამართლიანობა ზეიმობდა და ეს იმდენად კარგად ჩანდა, რომ რთული იყო არ აღფრთოვანებულიყავი.

აღფრთოვანებას იწვევდა თბილისი,ბათუმი, გზები, პოლიციელები, კრიმინალის არარსებობაც და ახალგზარდა ქართველების თვალებში გაჩენილი იმედიც,რომ ისინი იცხოვრებდნენ ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანაში. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეში არ არის, ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და ძალიან მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მალე ვნახო გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის. მე ძალიან მინდა მალე შევხვდე მას, ჩავხედო თვალებში და ვუთხრა კეთილი სიტყვები, მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული“, - განაცხადა დიმიტრი გორდონმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics