16:33 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 19:57:57, 843 ნახვა

პოლიტიკა
იულია ტიმოშენკო - ვიცი, რას ნიშნავს პოლიტპატიმრობა, თანადგომას ვუცხადებ სააკაშვილს და ვთხოვ, შეწყვიტოს შიმშილობა

მინდა გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა.

ტიმოშენკომ მოუწოდა სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს ჯანმრთელი სჭირდება.

„მინდა გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერის რანგში, პირველი ვიზიტი, საქართველოში განვახორციელე. ყველა ყურადღებით ვადევნებით თვალს, საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით, ვარდების რევოლუციას და მის წარმატებას, შემდეგ თავად წავედით, მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრ გზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყვალფერი ადამიანურია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და თავად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო. მიხეილს აქვს უდაო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში, სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო. ძვირფასო მიშა, შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდები. ასევე მინდა ვთხოვო მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით, შეწყვიტოს შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა, შეხვედრამდე, თავისუფლებაზე!“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics